საზოგადოება
09/07/2020

ორშაბათიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებები დაშვებულია

ორშაბათიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვის აკრძალვა მოიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შიდა ტურიზმის გახსნის ფონზეა.

“ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, თუმცა სრულდება ღია ცის ქვეშ, ასევე იწნება ნებადარღული”,- აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner