საზოგადოება
29/01/2022

"ორბი ჯგუფი" ბახმაროში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გაზაფხულიდან დაიწყებს

ბახმაროში ორბი ჯგუფი მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს გაზაფხულიდან დაიწყებს. 

"ბიზნესპარტნიორთან" ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიას პროექტი უკვე მზად აქვს და მისი პრეზენტაცია გაზაფხულზე გაიმართება. ჩოხატაურის მერი ფიქრობს, რომ დაგეგმილი მშენებლობა სრულად ჯდება ბახმაროს იერ-სახეში და კურორტის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. 

„ორბის“ პროექტი უკვე მზად არის და კომპანია გაზაფხულიდან იწყებს მასშტაბურ მშენებლობებს. ხით მოპირკეთებული შენობები იქნება. დაბალი, 3-4 სართულიანი. ისინი სრულიად ჩაჯდება ბახმაროს იერ-სახეში და გაალამაზებს მას. ამის შემდეგ ორბის ტერიტორიების გარდა თითქმის არაფერი აღარ არის დარჩენილი. 1 000-მდე უკანონო სახლმა მთლიანად აითვისა ეს ტერიტორიები და ბახმაროში გოჯი მიწაც აღარ არის დარჩენილი, რომ ვიღაცამ აუქციონის წესით, კანონიერად იყიდოს და შემდეგ სახლი ააშენოს", - განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" დავით შარაშიძემ. 

ცნობისთვის, შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ სახელმწიფოსგან კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 2019 წელს 1 ლარად გადაეცა. 

სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, თუმცა ორბიში აცხადებენ, რომ კომპანია აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს. 

კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023