ონში განახლებული აგრარული ბაზარი წლის ბოლომდე გაიხსნება
ონში, ახალი აგრარული ბაზრის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება, თუმცა, ობიექტის ნაწილი წელს გაიხსნება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, არსებული ბაზარი კერძო საკუთრებაშია და არის საკმაოდ მოუწესრიგებელი. მუნიციპალიტეტის დახმარებით, შენდება ახალი ობიექტი, რომელზეც საწყის ეტაპზე 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ახლა მუშავდება კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც გაიწერება ბაზრის მიმდებარე ტერიტორია როგორ უნდა განვითარდეს. საუბარია, ამჟამად არსებული ბაზრის ტერიტორიაზე. ონის მუნიციპალიუტეტის მერია კონცეფციაზე მომუშავე კომპანიის და სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს,“ - აცხადებს ხიდეშელი.
ტერიტორი დაახლოებით 8000 კვ.მ ფართს მოიცავს.
ფასიანი იქნება თუ არა განახლებულ აგრარულ ბაზარში მოვაჭრეების შესვლა და რა საფასაო პოლიტიკა იქნება, ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერი ჯერ ვერ საუბრობს.
„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება, მომავალში შესაძლებელი იქნება მისი გასხვისებაც და ოჯარიტ გაცემაც. საფასო პოლიტიკაზეც შემდეგ ვიფიქრებთ,“-აცხადებს ხიდეშელი.