საზოგადოება
01/09/2020

ონკოპაციენტების მკურნალობის გაფართოებული პროგრამა ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს.

პროგრამის ფარგლებში ფართოვდება ახალი თაობის მედიკამენტების სია და წლიური ლიმიტი იზრდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროგრამა პაციენტებს, ვისაც სჭირდება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება, შესაძლებლობას აძლევს ეს სერვისი უფასოდ მიიღონ. მათ შსაძლებლობა ექნებათ იმკურნალონ ახალი თაობის მედიკამნეტებით.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ცვლილების ფარგლებში პროგრამა გაიზარდა 8 000 ლარით.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ბაზისური პაკეტით მოსარგებლეთა ჯგუფისთვის განსაზღვრული შეღავათი ამ კონკრეტული სერვისებისთვის შეადგენდა 12 000 ლარს. პროგრამის ფარგლებში არსებული მეორე ჯგუფი, შედარებით გაფართოებული პაკეტის მფლობელები არიან, მასში შედიოდნენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები, შშმ ბავშვებიო, მკვეთრი შესაძლებლობების მქონე პირები და სტუდენტები, მათთვის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის, სხივური თერაპიათერაპიისთვის გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 15 000 ლარს, დღევანდელი ცვლილებით 8 000 ლარი ემატება ორივე პაკეტს. შესაბამისად თანხის მოცულობა ერთ შემთხვევაში იზრდება 20 000 ლარამდე, მეორე შემთხვევაში კი 23 000 ლარამდე," - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, პროგრამა ითვალისწინებს ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების 21 ახალი დასახელების მედიკამენტს, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ იყო.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კოორდინირებული მოქმედება იქნება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის და ასევე რეფერალური პროგრამის ფარგლებში, მექანიზმი იქნება მარტივი და პაციენტს არ მოუწევს ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022