საზოგადოება
15/02/2022

ომიკრონის საწინააღმდეგო Pfizer-ის ახალი ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მარტში საქართველოში Pfizer-ის წარმოებული ახალი ვაქცინა შემოვა, რომელსაც "ომიკრონის" შემთხვევაში მეტი დაცულობა აქვს. 

ამასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელოდება ანტივისურულ ახალ წამალს, ეს არის Pfizer-ის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატი და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან.

"ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და უკვე დაზუსტებულია, რომ ეს უნდა მივიღოთ," – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ Pfizer და Moderna მუშაობენ ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, ისინი არიან კლინიკური კვლევის ბოლო ფაზებში და დაანონსებულია, რომ მარტის ბოლოსთვის ამ კვლევებს დაასრულებენ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023