საზოგადოება
19/04/2021
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვის კარანტინი მოიხსნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირებისთვის 5 დღიანი კარანტინი გაუქმდა.
ცვლილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში შევიდა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
ცვლილებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარებიან. ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიშვებიან საკარანტინო ღონისძიებების გარეშე. ტესტის პოზიტიური პასუხის ან/და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობს შემთხვევაში, დაექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, რომელსაც დატოვებენ ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.