საზოგადოება
28/06/2021

“ოჯახებისთვის, რომლებიც გამრავლებაზე ზრუნავენ, საცხოვრებელი ფართი ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ“

მთავრობა ახალი პროგრამების განხორციელებას იწყებს, რომლისთვისაც 300 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტი გამოიყოფა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ახალ პროგრამებს შორის არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მრავალშვილიანები არიან, ან ოჯახის ახალი წევრი შეემატებათ.

მინისტრის თქმით, პროგრამების დეტალები უახლოეს მომავალში პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

“300 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტი გამოყოფილი იქნება ყველა ტიპის ახალი პროგრამისთვის, მათ შორისაა ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტით ჩამნაცვლებელი ინდუსტრიების წახალისება ახალი პროდუქტით, უნივერსალური მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმის შეთავაზება, სადაც ერთდროულად სესხის პროცენტის სუბსიდირებაც მოხდება და თანაგარანტირება სხვადასხვა ადგილობრივი წარმოების გახსნის და განვითარების დროს. აგროტურიზმისთვის შემოგვაქვს პროდუქტი, სადაც იქნება გრანდკომპონენტი და ერთ-ერთი ახალი ასეთი პროგრამაა იპოთეკური სესხის სუბსიდირება იმ ოჯახებისთვის, სადაც ოჯახის ახალი წევრი შეეძნებათ.

ბოლო პროგრამის ამოცანაა, რომ პირველ რიგში ხელი შევუწყოთ ქართულ ოჯახებს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. რადგან თითოეული ახალი წევრი, ახალშობილი შვილი, ეს არის არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მე მგონი სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯების და პასუხისმგებლობის გაზიარებით. ეს არის იმ დეველოპერების დახმარებაც, ვინც ამ ახალ შეთავაზებას გაუკეთებს. მაგრამ მთავარი ამოცანაა, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023