საზოგადოება
28/02/2022

"ნუ შევთავაზებთ ქართველ ხალხს, რომ ისინი გაუაზრებლად აღმოჩნდნენ კიდევ რაღაცის მსხვერპლი"

თეა წულუკიანის განცხადებით, მსოფლიოში პირველად ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურა საფრთხის ქვეშაა და ნუ შევთავაზებთ ქართველ ხალხს, რომ ისინი გაუაზრებლად აღმოჩნდნენ კიდევ რაღაცის მსხვერპლი.

მისი თქმით, ეს არის უპასუხისმგებლობა.

"ჩვენ არ გვაქვს არავითარი გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით მიღებული, რომ მივეცეთ დაუფიქრებლობას, ზედაპირულობას. არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, ევროპაში თუ რუსეთის ფედერაციაში, სადაც მილიონამდე თანამოქალაქე გვყავს."- ამბობს თეა წულუკიანი.