საზოგადოება
07/09/2022

ნონა გაფრინდაშვილის დავა Netflix–თან შეთანხმებით დასრულდა

ნონა გაფრინდაშვილის დავა Netflix–თან შეთანხმებით დასრულდა– ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების პირობები საჯარო არ არის. 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix–ის წინააღმდეგ სარჩელი გასულ წელს შეიტანა და კომპენსაციის სახით $5 მლნ–ს ითხოვდა. 

საქმე ეხება, ძალიან ცნობილი სერიალის The Queen’s Gambit–ის ფინალურ ეპიზოდს, სადაც ცრუ ინფორმაციაა გაჟღერებული.

გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ Netflix-მა მისი მიღწევები დააკნინა, რათა ბეთ ჰარმონი, შოუს მთავარი გმირი, წარმოედგინა, როგორც უფრო ძლიერი მოჭადრაკე.

ასევე, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სიცრუეა. 

სარჩელში ნათქვამია: რომ "მისი არაჩვეულებრივი კარიერის განმავლობაში მან მოიგო მრავალი ჩემპიონატი, დაამარცხა რამდენიმე საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოში და იყო პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც მიაღწია საერთაშორისო ჭადრაკის დიდოსტატის სტატუსს მამაკაცებს შორის."