საზოგადოება
17/09/2021

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ის წინააღმდეგ – მოჭადრაკე კომპენსაციის სახით $5 მლნ–ს ითხოვს

ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix–ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

საქმე ეხება, ძალიან ცნობილი სერიალის The Queen’s Gambit–ის ფინალურ ეპიზოდს, სადაც ცრუ ინფორმაციაა გაჟღერებული.

სარჩელი ლოს ანჯელესის ფედერალურ რაიონულ სასამართლოშია შეტანილი და ქართველი მოჭადრაკე მილიონობით დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.

„დამანგრეველი სიცრუე, მისი მიღწევების შელახვა და დამცირება მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე“.–წერს, The New York Times-ი. 

გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ Netflix-მა მისი მიღწევები დააკნინა, რათა ბეთ ჰარმონი, შოუს მთავარი გმირი, წარმოედგინა, როგორც უფრო ძლიერი მოჭადრაკე.

ასევე, ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც არასოდეს უთამაშია მამაკაცებთან, რაც სიცრუეა. 

სარჩელში ნათქვამია: რომ "მისი არაჩვეულებრივი კარიერის განმავლობაში მან მოიგო მრავალი ჩემპიონატი, დაამარცხა რამდენიმე საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოში და იყო პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც მიაღწია საერთაშორისო ჭადრაკის დიდოსტატის სტატუსს მამაკაცებს შორის. ”-წერს insider–ი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022