საზოგადოება
27/01/2022
NDI: მოსახლეობა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევით, მოსახლეობა ისევ აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ევროკავშირში შესვლა გამოკითხული მოსახლეობის 83%-სთვის მისაღებია, მიუღებელია მხოლოდ 8%-სთვის.
რაც შეეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ამავე პერიოდის მონაცემებით, მისაღებია გამოკითხული მოსახლეობის 77%-სთვის, მიუღებელია მხოლოდ 11%-სთვის.