საზოგადოება
27/01/2022
NDI: გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობის თქმით, საქართველოში არ არის დემოკრატია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისთვის, 92%-სთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია, მხოლოდ 39% მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიაა.
გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო თავისი მეზობლებისთვის არ არის დემოკრატიის კარგი მაგალითი. 23% აცხადებს, რომ საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითია, 34%-ის თქმით, საქართველო ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, მაგრამ ბოლო წლებში აღარ არის, 25% კი, მიიჩნევს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი.