საზოგადოება
27/01/2022

NDI: ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლებისთვის ისევ მთავარი გამოწვევაა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად, ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის ისევ მთავარი გამოწვევაა. მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვანაკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა, 32% ამბობს, რომ მათთვის და მათი ოჯახისთვის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა, 32%-ივე ასახელებს ფასების ზრდა/ინფლაციას. 29%-ისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა სამუშაო ადგილები, 13%-სთვის პენსია, 11-11%-სთვის განათლება და ხელფასები, 9% სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებს, 6% კორონავირუსს, 3% კორუფციას. 

NDI-ის კითხვას, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხული მოსახლეობის 49% უმუშევრობას ასახელებს, 42% ფასების ზრდა/ინფლაციას, 23% სიღარიბეს, 21% დაბალ ხელფასს, 14% ლარის გაუფასურებას, 10% კორონავირუსს, 8% მაღალ გადასახადებს, 5% საწვავზე მაღალ ფასებს, 3% კორუფცია/ნეპოტიზმს, 2% სესხებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას. 

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 75% აცხადებს, რომ სიღარიბის მიმართულებით სიტუაცია გაუარესდა.