საზოგადოება
02/03/2021

NCDC-იმ COVAX-ს $575 000 გადაურიცხა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა „კოვაქსის“ პლატფორმას UNICEF-ის მეშვეობით 575 000 დოლარი გადაურიცხა, - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტში შემოვა.

ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ საქართველოში ვაქცინაცია ასტრაზენეკათი დაიწყება.

Businesspartner