საზოგადოება
06/07/2022
"ნავის ფორმის პური კარაქთან და ყველთან ერთად" - New York Times-ი აჭარულ ხაჭაპურზე წერს
"აჭარული ხაჭაპურის სახელით ცნობილი ქართული კერძის მირთმევისთვის, გამდნარ ყველში ჩააგდეთ კვერცხის გული, ცოტა კარაქი და აურიეთ"- წერს ცნობილი ამერიკული გამოცემა The New York Times.
"არსებობს მრავალი განსხვავებული სტილის ხაჭაპური. ყველაზე ცნობილი ხაჭაპური არის აჭარიდან, საქართველოს შავი ზღვის რეგიონიდან. ეს არის ღია სახის, ნავის ფორმის პური, რომელსაც ხშირად მიირთმევენ კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად. ტრადიციულად, იმერულსა და სულგუნის ყველს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა ძნელია."-ნათქვამია სტატიაში, სადაც საჭირო ინგრეტიენტების ჩამონათვალთან ერთად, აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების პროცესი დეტალურადაა აღწერილი.