საზოგადოება
13/10/2021

ნატო ტორონჯაძე STRONG WOMEN IN IT GLOBAL-ის 200 ლიდერ ქალს შორის მოხვდა

ნატო ტორონჯაძე Strong Women in IT Global Edition-მა ტექნოლოგიების სფეროში 200 ლიდერ ქალს შორის დაასახელა. 

ტექნიკისა და დანადგარებით ვაჭრობის ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტის Bizon.ge-ს დამფუძნებელი, ნატო ტორონჯაძე "ბიზნესპარტნიორს" საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მისი თქმით, იმისთვის რომ ბიზნესში, სტარტაპში ან თუნდაც ნებისმიერ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიო, ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო სხვა ადამიანების გამოცდილება, ასევე გააზიარო შენი მიგნებები.

"ტექ-ინდუსტრია, იგივე ტექ-სტარტაპერობა გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან სამწუხაროდ დღესაც მათ ნაკლები წვდომა აქვთ დაფინანსებასთან, ინვესტიციებთან და ვენჩურულ კაპიტალისტებთან. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქალების გვერდში დგომა და რწმენა რომ ეს შენ გარდა სხვასაც გამოუვიდა, მანაც გადალახა ბარიერები. ვფიქრობ ეს არის მთავარი სიძლიერე ამ პროექტის-ცოცხალი მაგალითები და მათი ისტორიები."–აღნიშნავს, ნატო ტორონჯაძე.  

ინფორმაციისთვის, "ძლიერი ქალები IT- ში" არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მენეჯერულ პოზიციაზე ქალების ყოფნის სტანდარტების შექმნას.
"ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესში ქალების ფუნქციონირების საუკეთესო საბაზრო პრაქტიკას."
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022