საზოგადოება
05/03/2021

ნათია თურნავა: ზემო ნამახვანის კვლევებში მოსახლეობას აქტიურად ჩავრთავთ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ზემო ნამახვან ჰესის პროექტირება-შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობა და მათთვის სანდო ექსპერტები ჩაერთვებიან.

ამასთან, მისი თქმით, პროექტის განმახორციელებელ კომპანიას მოსთხოვენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გადაამზადონ და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დაასაქმონ.

„მოსახლეობას პირობა მივეცით, რომ მეტი ჩართულობა იქნება ზემო ნამახვანის პროექტირება-შესწავლაში, მათი სანდო ექსპერტები ჩაერთვებიან. ზემო ნამახვანზე ჯერჯერობით ნებართვა გაცემული არ არის. კვლევები ახლა მიმდინარეობს.

ქვემო ნამახვანს თუ რაიმე კომუნიკაცია დავაკელით, ეს პრობლემა ახლა სხვაგვარად უნდა გადავწყვიტოთ.

რა თქმა უნდა დასაქმებაც მნიშვნელოვანია. ხეობის მოსახლეობა უნდა დასაქმდნენ არა უბრალოდ რიგით პოზიციებზე, არამედ უფრო მაღალკვალიფიციურ და მაღალანაზღაურებადზე, რისთვისაც აუცილებელია ცოდნა. ჩვენ კომპანიას მოვთხოვთ, უზრუნველყოს მოსახლეობის მომზადება-გადამზადება, რათა მათ მეტი გამოცდილება შეიძინონ, უფრო მაღალი რანგის ინჟინრები მომზადდნენ, პროცესში თვითონ ჩაერთონ და იმუშაონ“,- განაცხადა ნათია თურნავამ ცაგერში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრები მოსახლეობასთან გაგრძელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023