საზოგადოება
27/09/2021
ნათია თურნავა: უმუშევრობისა და სიღარიბის გაზრდა პანდემიის ბრალია
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, პანდემიის გამო მსოფლიოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გამონაკლისი ვერც საქართველო იქნებოდა.
"შეგახსენებთ, ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში. ჩვენ ვართ პანდემიის პირობებში. ძალიან ბევრი რამ არის პანდემიის ბრალი. მსოფლიოში 180 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეემატა სიღარბის ზღვარს. საქართველო არ არის ყველაზე მდიდარი ქვეყანა, საქართველო არ არის გამონაკლისი. სწორედ ამითი აიხსნება, რომ პანდემიის ზეგავლენა იყო ის, რომ სიღარბეც გაიზარდა და უმუშევრობაც. თუმცა, ჩვენი პოლიტიკის შედეგად, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოკლევადიანი ეფექტია. მომავალი წლიდან სიღარიბის აღმოფხვრა გაგრძელდება, ასევე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.