ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ ვაქცინაციის ტემპის ასამაღლებლად
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ნათია თურნავა ამბობს, რომ პრობლემები აღარ არის არც ვაქცინების მიწოდებისა და არც ამცრელი პუნქტების თვალსაზრისით.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვაქცინაციის ტემპი ავამაღლოთ. ვაქცინების მიწოდების თვალსაზრისით პრობლემა აღარ არსებობს. ვაქცინები საკმარისი რაოდენობითაა შემოტანილი. უკვე დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის წერტილების ორგანიზება და შეუფერხებლად შეიძლება ვაქცინის გაკეთება. ეს ისეთი საკითხია, სადაც გვჭირდება მთელი ერის კონსოლიდაცია. ცალკე აღებული მთავრობა ვერ შეძლებს 100%-ით უზრუნველყოს მაღალი მაჩვენებლები. ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო იმის გააზრებას, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. იმედი გვაქვს, რომ ეს გააზრება და ერთად დგომა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება“,- აღნიშნა მინისტრმა.