ნათია თურნავა: ნამახვანჰესი მომავალი თაობების სიკეთეა, რომელსაც ერთად შევქმნით
„ნამახვანჰესი ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთეა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ნამახვანჰესი არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ინვესტორი აშენებს ნამახვანჰესს, ეს არის ჩვენი, ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი, ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანია „ენკასთან“ რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, ნამახვანჰესის პროექტის შესწავლაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან, კომპანია კი, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას არ დაიწყებს სანამ შესწავლა არ დასრულდება.
რიონის ხეობის განვითარების ₾5 მილიონიანი ფონდი შეიქმნება.
ნამახვანჰესის პროექტზე ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება, რომელიც ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტდება.
ნამახვანი ჰესის მშენებლობას ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს.