საზოგადოება
14/05/2021

ნათია თურნავა: მაღალხარისხიან ინტერნეტზე წვდომა სოფლების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიზანია, ქვეყანაში ძლიერი რეგიონები იყოს. ნებისმიერ სოფელში იყოს ისეთივე ხარისხის ინტერნეტი, როგორიც დიდ ქალაქებშია.

მისი თქმით, მაღალ ხარისხიან ინტერნეტზე წვდომა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის არსებობა სოფლების განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით მთავრობამ წამოიწყო 2021-2025 წლების პერიოდში განსახორციელებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც 1000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს - იმ სოფლებს, რომლებიც ურბანული ცენტრებიდან მოშორებით არის და არ აქვთ მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა.

“ძალიან მნიშვნელოვანია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო. პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, ციფრული თანასწორობის დამკვიდრება ქალაქსა და სოფელს შორის, ერთნაირი ხარისხის მომსახურება, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ყველგან. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განათლებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველას, სოფლად მაცხოვრებელს ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რასაც სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს. ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროს ეგიდით, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენი სამინისტროს ეგიდით, “აწარმოე საქართველოში“ პროგრამები, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისები და ინტერნეტი არის მთავარი საფუძველი, რომ ყველა ამ პროგრამაზე სოფლიდანვე ჰქონდეს მოსახლეობას წვდომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ჩვენ ვავითარებთ ტურიზმს - მცირე საოჯახო სასტუმროები, მათი განთავსება გლობალურ სერვისებში, საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს. ასევე სულ უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული აიტი სერვისები და ძალიან ნიჭიერი ახალგარზდები ქმნიან სტარტაპებს, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება აქვს. სოფელში დასახლებული ახალგაზრდებიც ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტის არსებობით“,- განაცხადა ნათია თურნავამ გურიაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023