საზოგადოება
26/07/2021

ნათია თურნავა: იმედია, სავალდებულოობის გარეშე მოვახერხებთ მასობრივ ვაქცინაციას

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში სავალდებულოობის შემოღების გარეშე მოხერხდება მასობრივი ვაქცინაცია. 

“ჩვენ ამ თვალსაზრისით შეზღუდვების დაწესებაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ. თუმცა, არის სფეროები, სადაც არა საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე, დამსაქმებელი მოითხოვს სავალდებულოდ ვაქცინირებული თანამშრომლების ყოლას.ეს ეხება მაგალითად მეზღვაურებს. როდესაც ბათუმში დავესწარი მეზღვაურების ვაქცინაციას, შესაძლებლობა მქონდა გავსაუბრებოდი მათ და ამბობენ, რომ ბევრი უცხოური კომპანია, გემფთმლობელი უკვე ითხოვს იმას, რომ მეზღვაური ვინც იქნება ბორდზე, იყოს ვაქცინირებული“,- აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები შემოაქვს არა ვაქცინირებულ ადამიანებთან მიმართებაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში შესვლასთან დაკავშირებით.  

“არ გამოვრიცხავ, რომ ვაქიცნირებულის სტატუსი უფრო გაამარტივებს საზღვარგარეთ მოგზაურობას, ასევე სხვადასხვა ტიპის დასაქმებას საზღვარგარეთ. ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, რაც გამოიკვეთა. ჩვენთან იმედი გვაქვს, რომ ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით, განმარტებითი კამპანიის შედეგად, ვაქცინაციის ტემპს გავზრდით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022