საზოგადოება
09/07/2021
ნათია თურნავა: ძალადობა მიუღებელია, ყველა მიეცემა პასუხისგებაში, ვინც ამას იმსახურებს
ეკონომიკის მინისტრი ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს გმობს. ნათია თურნავას თქმით, 5 ივლისს მოვლენებში მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების წევრები მედიაზე თავდასხმისთვის შესაბამის პასუხს აგებენ.
“ძალადობა მიუღებელია. პირველივე დღიდან ამას ვამბობდით ყველა. მათ შორის, განსაკუთრებით, თქვენი კოლეგების, მედიის მიმართ. თქვენ ხედავთ, რომ ამ დღეებში ათობით სასამართლო პროცესი იმართება. ყველა მიეცემა პასუხისგებაში, ვინც ამას იმსახურებს”,- განაცხადა თურნავამ.