საზოგადოება
12/03/2021
ნამახვანჰესის პროექტზე ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საბჭო შეიქმნება, რომელიც მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტდება.
მისი თქმით, საბჭოში მონაწილეობას სხვა დაინტერესებული პირებიც შეძლებენ, მათ შორის მოსახლეობა.
„საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს, რათა საბოლოოდ გამოირიცხოს პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები“, - განაცხადა ნათია თურნავამ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას.