საზოგადოება
27/08/2020

ნაგავშემკრებ კონტეინერებს შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე გამოიტანენ

თბილისში ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაცია დაიწყო. „თბილსერვის ჯგუფმა“ საპილოტე პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო და ეს შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოების მორეცხვა და ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთავება დაიწყო. 

„ვმუშაობთ საპილოტე პროექტის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე. საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის შესვლა საცობს წარმოქმნის. პროექტის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი. ამ ეტაპზე, შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. მოსახლეობისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძემ.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020