საზოგადოება
14/07/2020

ნადირობის სეზონი 22 აგვისტოდან იხსნება - ცვლილებები, რომელიც მონადირეებმა უნდა იცოდნენ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნადირობის სეზონის ამ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

• ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.

• ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.

• 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა.

• ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.

ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული 10 ლარიანი მოსაკრებლის გადახდის ქვითარი და სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022