საზოგადოება
17/06/2020
მუშაობას მუზეუმებიც განაახლებენ
შიდა ტურიზმის გახსნის ფონზე ვიზიტორებისთვის კარს მუზეუმებიც გააღებენ.
სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.
გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.