საზოგადოება
22/12/2020
მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არც საახალწლოდ იმოძრავებს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა არ აღდგება.
"ვითარება არ არის მარტივი. თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ გავუფრთხილდეთ უკვე მიღწეულ შედეგს და არ დავუშვათ ვირუსის სწრაფი ზრდა.
24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები არ შემსუბუქდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. შეზღუდული დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა და ვერ გაიხსნება ბაზრობები. 24 დეკემმბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იმუშავებენ სავაჭრო ობიექტები",- განაცხადა ცქიტიშვილმა.