საზოგადოება
08/11/2021
"მწვანე ბარათი" არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს, ტრანსპორტს და სხვა აუცილებელ სერვისებს"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, “მწვანე ბარათი” არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სასურსათო მაღაზიებს.
“ადამიანი საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს პროდუქტის შეძენის და გადაადგილების გარეშე. ასეთ აუცილებელ სერვისებში, მწვანე საშვი ჯერჯერობით არ ამოქმედდება,” - აცხადებს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში "მწვანე ბარათი" 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.
მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, კაზინოებში და ა.შ.",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, "მწვანე ბარათზე" მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.