საზოგადოება
23/06/2021

"მცირე შემოსავლიანებს საგადასახადო შეღავათი დაუწესდეთ" - კანონპროექტი პარლამენტში

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, რომ მცირე შემოსავლიანებმა 6 თვით ისევ ისარგებლონ საგადასახადო შეღავათით საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

ცვლილებას “საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია რეგისტრირებული.

როგორც ინიციატორი განმარტავს, კორონავირუსის პანდემიის გამო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, კერძოდ თვეში 750 ლარამდე შემოსავლის ნაწილში.

კანონპროექტის მიხედვით, 6 თვით გაგრძელდება აღნიშნული შეღავათი. კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი იქნება შეიმციროს (სახელმწიფო ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტის ინიციატორის თქმით, იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის პანდემია არ დასრულებულა, ეკონომიკის ვარდნა გრძელდება, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები იზრდება, მოქალაქეთა შემოსავლები მცირდება, შესაბამისად, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს მცირე შემოსავლიან გადასახადის გადამხდელებს შეუმსუბიქდეთ საგადასახადო ტვირთი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023