საზოგადოება
17/02/2021

"მთიან რეგიონებში სოციალური დახმარების გაუმჯობესებას, სჯობს წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი"

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, ვიდრე სოციალური შეღავათების გაუმჯობესებას.

„ალბათ ყურადღება უფრო უნდა მივაქციოთ არა სოციალურ შეღავათებს, არამედ სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობას, ტურიზმის ხელშეწყობას და სხვა ტიპის საქმიანობას, რომელიც ამ დასახლებებში შეცვლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს და მაღალმთიან დასახლების მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, არ იყვნენ დამოკიდებულები სოციალური დახმარების პაკეტებზე.

პრივილეგიების გაფართოების ნაცვლად ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ მონიტორინგი, მათ შორის ამ სოციალური შეღავათების მიმღებთა, რადგან არაერთი მაღალმთიან დასახლებაშ რეგისტრირებული ცხოვრობს თბილისში. თანხები უფრო ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული. მუნიციპალიტეტებს, სტატუსის მინიჭების ნაწილში, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა მართებდეთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 18000-მდე დასახლებულ პუნტქს აქვს მინიჭებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023