საზოგადოება
19/02/2021

მთავრობაში 2 ახალი მინისტრი იქნება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარობაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელი რჩება. 

შესაბამისად, საგარეო მინისტრად ისევ დავით ზალკალიანია დასახელებული, იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. 

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინვე დაასახელა. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს ნდობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022