მთავრობას დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია
„შეზღუდვებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. სამწუხაროდ, ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს გუშინ, ან დღეს მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომელიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. ყველაზე ეფექტური საშუალება კვლავ პირბადე და დისტანციის დაცვაა. კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი.
დამატებითი შესაძლო შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული. ეს ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს გადაადგილების საათების შეზღუდვის გაზრდა, ასევე კონკრეტული სამუშაო, ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერება, ან ისევ მათი სამუშაო საათების რეგულირება. შესაძლოა, ეს იყოს შაბათ-კვირა, ან კიდევ რომელიმე სხვა დღე, ან გარკვეული დროის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.