საზოგადოება
23/07/2021

მთავრობა ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების შემოღებას ისევ განიხილავს

მთავრობა ისევ განიხილავს, ვაქცინაციის წახალისების მიზნით რა ღონისძიებები შემოიღონ.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მუშაობა კერძო სექტორთან ერთად მიმდინარეობს და საბოლოო ვერსია სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ექნებათ.

“ჩვენ ამასთან დაკავშირებით კერძო სექტორთან ერთად ვმუშაობთ, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ვერ იქნება დადგენილი. მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინტენსიური ჩართულობა. საბოლოო ფორმა ჯერ არ არის შეჯერებული, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შემდეგი კვირისთვის ჩვენ უკვე ჩამოყალიბებულები უნდა ვიყოთ, თუ რა მიმართულებით მივდივართ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, წამახალისებელი ღონისძიებების შემოღების შესახებ დაახლოებით 1 თვის წინ დაანონსდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022