საზოგადოება
17/01/2022

მთავრობა სოციალურად დაუცველებს დენის გაზრდილ ტარიფს დაუსუბსიდირებს

მთავრობა სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს დაუსუბსიდირებს. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს შეეხება 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რომელთა რაოდენობაც 1 მლნ-მდეა. 

"ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყებიდან და გრძელდებოდა 2 წელი. იანვარში შეწყდა და მივიღეთ გადაყწვეტილება, რომ პროგრამა გავაგრძელოთ, და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს იმოქმედებს იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.