საზოგადოება
25/11/2020

მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასაც განიხილავს

მთავრობა კორონა ვირუსის შეკავების მიზნით დამატებითი შეზღუდვების განხილვების ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაზეც მსჯელობს. ამასთან დაკავშირებით ინფრომაცია დაადასტურა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„არ დაგიმალავთ, რომ ამაზე მსჯელობა მიდის“,- თქვა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.