საზოგადოება
07/10/2020

მთავრობა დამატებითი სოციალური პაკეტების შეთავაზებას განიხილავს

კორონა ვირუსის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის დამატებით სოციალური პაკეტების შეთავაზებაზე საქართველოს მთავრობა წლის ბოლოს იმსჯელებს, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში.

„როგორც კი კორონა ვირუსის პანდემიის მეორე ტალღის შედეგებს შევაფასებთ, ეს დაახლოებით წლის ბოლოსთვის იქნება, დამატებითი სოციალური დახმარების შეთავაზების საჭიროებაზე ვიმსჯელებთ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი უკიდურესი სიღარიბიდან ამოვიყვანეთ ცოტა ზემოთ. მაგრამ პანდემიამ, რა თქმა უნდა, ეს მონაცემები გაგვიფუჭა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავბრუნდეთ იმ ნიშნულზე, რაც გვქონდა 2019 წლის ბოლოს, მაკროეკონომიკურად ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი - 2019 წლის დასასრული და 2020 წლის დასაწყისი“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.