საზოგადოება
25/07/2022

მთავრობა "ბორჯომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმდა

მთავრობა "ბორჯომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე უკვე შეთანხმდა. 

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. 

"დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო. მთავრობამ უკვე შეათანხმა კანდიდატები - 1 დირექტორის და 1 დამკვირვებლის კანდიდატურა. უახლოეს პერიოდში მოხდება სარეგისტრაციო დოკუმენტების ცვლილება. შესაბამისად, ეს ინფორმაციაც საზოგადოებისთვის იქნება საჯარო. გადაწყვეტილებას ვიღებთ კომპეტენციის შესაბამისად, საუბარია დამოუკიდებელ და არა სამოხელეო პირებზე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

სახელმწიფო "ბორჯომის" ქარხნის თანამფლობელი გახდა. მთავრობას კომპანიის 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა. 

შეთანხმების შედეგად: მაკონტროლებელ აქციონერს აღარ აქვს IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია. ასევე, IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022