საზოგადოება
27/10/2020
მთავრობა 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 20 მლრდ-ის დახარჯვას გეგმავს
მთავრობა 2021-2024 წლებში სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.
„2012 წლიდან დღემდე მთავრობამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კაპიტალურ ხარჯებში 23 მლრდ ლარი დახარჯა. მომავალი 4 წლის განმავლობაში კი მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ 20 მილიარდ ლარს, 2-ჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზს, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს. ყველაფერს იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიურიი ცხოვრება უფრო უნდა დაახლოვოს ევროპულ სტანდარტებთან“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ