საზოგადოება
10/02/2021

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონი დაიხარჯება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაახლოებით 34 მილიონი ლარი მოხმარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

„ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღბა ენიჭება, თითოეულ ორნამენტს, იმ ღირებულ ნაწილს, რომელიც ამ სასახლეს გააჩნია. შესაბამისად ძალიან სენსიტიური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, როგორც ფასადზე, ასევე ინტერიერში. მოეწყობა ახალი სახურავი, განხორციელდება სასახლის მხატვრული დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხდება შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული გამაგრება, საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია, ასევე ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ფარგლებში რუსთაველის გამზირის მხარეს, დროებით სამშენებლო ღობე განთავსდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022