საზოგადოება
10/06/2020

მოსკოვის გამზირზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

მოსკოვის გამზირზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

გამზირზე არსებულ გზაგამყოფზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა სარწყავი სისტემები, ველობილიკი, საბავშვო ატრაქციონები. ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები. გამზირზე არსებულ ალეაში სასმელი წყლის შადრევნები და სპორტული მოედნები მოეწყობა. განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. გაიშლება ნიადაგის ნოყიერი ნაზავი და დაითესება ბალახი. ასევე, დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

კახა კალაძის თქმით, ტერიტორიაზე წლების წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და მისი სიგრძე დაახლოებით, ორი კილომეტრია.

 

 

 

 

 

 

Businesspartner