საზოგადოება
15/03/2022

მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს

2022 წლის 7-10 მარტს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, CRRC-საქართველომ საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს და რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ევროკავშირმა, აშშ–მ და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% მიიჩნევს, რომ სანქციები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. მოსახლეობის 10%–ის აზრით, უნდა დარჩეს ახლანდელ დონეზე.

სანქციების შემსუბუქების მომხრეა 4%, ხოლო გაუქმების 3%.

რაც შეეხება იმას, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ საქართველო ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს. 27% ზოგიერტი სანქციის მხარდაჭერის მომხრეა. 19%–ის აზრით, საქართველო სანქციებს საერთოდ არ უნდა შეუერთდეს.