საზოგადოება
16/11/2021
მოპედებისთვის მართვის მოწმობა სავალდებულო 2022 წლის 28 მარტიდან გახდება
მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა და მათზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები გავრცელდება. ცვლილება "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შევიდა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილების თანახმად, 2022 წლის 28 მარტიდან მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამასთან, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის სავალდებულო იქნება მართვის მოწმობის აღება.