საზოგადოება
15/06/2021

მოლებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა იგეგმება - ივლისიდან პროგრამა გაფართოვდება

ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეიქმნება ვაქცინაციის დამატებითი ადგილები და დაემატება ბრიგადები. ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საზოგადოებრივ სივრცეებში. კონსულტაციები მიმდინარეობს მოლებთან.

“ჯამურად, დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 200-მდე ბრიგადა. დამატებით კიდევ საჭიროა თითქმის ამდენვეს მობილიზება. ყველაზე ნაკლები დამატებითი საჭიროებაა თბილისში, თუმცა დედაქალაქში დღეს მაღალი მოთხოვნის გამო, ადგილები მუდმივად შევსებულია. მაგრამ, რეგიონებში, იმისთვის, რომ მოსახლეობის მოცვა მოხდეს შესაფერისად და თვის მანძილზე ჩვენ მივიღოთ საკმარისი რაოდენობა ვაქცინირებული ადამიანების, საჭიროა დამატებითი ბრიგადების მობილიზება რეგიონებშიც. მაგალითად, თუ დღეს თბილისში მოქმედებს 94 ბრიგადა, საჭიროა დამატებით 28 ბრიგადის მობილიზება. იმერეთში მაგალითად დღეს მოქმედებს 18 ბრიგადა, საჭიროა 31 ბრიგადის მობილიზება.

ვაქცინაციის ცენტრები მოეწყობა საზოგადოებრივ ცენტრებშიც. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მოლებთან. ასევე გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე და იქ ჩაატარებენ უკვე ვაქცინაციას. ასევე იგეგმება რეგისტრაციისთვის დამატებითი ადგილების შექმნა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, სამედიცინო რეზიდენტები ივლიან საჯარო სამსახურებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რადგან დაინტერესებულ პირებს აცრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ და რიგის დაჯავშნაში დაეხმარონ.

“ჯანმო სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან ერთად უკვე ახორციელებს  ე.წ. ვაქცინაციის ოფიცრების პროგრამას, რომელშიც ჩართულები არიან სამედიცინო რეზიდენტები, მაღალი კურსის სტუდენტები. ისინი ტაბლეტებით არიან აღჭურვილები და ივლიან მაგალითად სკოლებში, სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, საჯარო სამსახურებში, იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აცრების შესახებ და ასევე დაეხმარონ მათ რიგის დაჯავშნაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიის გაფართოების მიზნით.

“მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით გამოვლინდა კომპანია, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ კამპანიის წარმოებაში. ასევე მიმდინარეობს ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით საინფორმაციო კამპანია, გვეხმარება ჯანმოც“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023