საზოგადოება
17/12/2020
მიზნობრივი დახმარება 65 000 ადამიანმა მოითხოვა
მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების პაკეტის ფარგლებში ამ დროისთვის შესაბამის უწყებებში დახმარების მიღების 65 000 განაცხადი შევიდა.
“მოქალაქეების მიზნობრივი დახმარების ფარგლებში დღეისთვის 65 000 განცხადებაა მიღებული, საიდანაც 54 000 უკვე დაკმაყოფილებულია. ახალ წლამდე ყველა განაცხადს დავაკმაყოფილებთ”,- განმარტა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ.