მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში გასაგზავნად სისხლის საკმარისი მარაგი გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზრაშვილმა მთავრობის სხომის შემდეგ მადლობა გადაუხადა იმ კერძო კომპანიებს, რომლებმაც ინიციატივა გამოიჩინეს და ჩაერთვნენ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების პროცესში.
მინისტრის გამცხადებით, მხოლოდ 1 დღეში 100 ტონამდე ტვირთი მოგროვდა, ძირითადად სამედიცინო საშუალებები, ასევე სხვადასხვა მედიკამენტები, რაც აუცილებელია ომში დაჭრილების დასახმარებლად.
"კომუნიკაცია გვქონდა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან, სისხლის მიწოდების საჭიროებასთან დაკავშირებით, და იმის მუხედავად რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას, ჩვენი არსებული მარაგებიდან ერთითროციტების გარკვეული მასა ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად გავგზავნეთ." - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.
მისივე თქმით, ბევრი კითვხაა სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
"ქვეყანაში არის სისხლის საკმარისი მარაგები, რომლის გაგზავნასაც საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ."-ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.