საზოგადოება
28/06/2021

მინისტრი: ორჯერადად აცრილი ყველა ტურისტი საქართველოში კოვიდზე კიდევ უნდა გაიტესტოს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე ტესტირება უნდა მოვითხოვოთ.

“მიგვაჩნია, რომ ეს უნდა იყოს რეგულაცია და არა რეკომენდაცია. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ და გარანტია გვქონდეს, რომ გაყალბებულ დოკუმეტაციასთან არ გავქვს საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება ჩვენი მოქალაქეებისთბისაც უფრო უსაფრთხო იქნება.

ჯანდაცვის სამინისტოს მხრიდან საკმაოდ ფართოდ არის გაშლილი ტესტირების ცენტრები. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის სამინისტორსთან ერთად, ტურისტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს მათი კონტროლი. მიგვაჩნია, რომ ყველა ტურისტი რომელიც ორჯერადად არის აცრილი, საქართველოში კიდევ უნდა გაიტესტოს კოვიდზე. მსგავსი პრაქტიკა არსებობს სხვა ქვეყნებშიც,” - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს დამატებით აპლიკაციებზე, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ვალიდური ტესტირების პერიოდში 72 საათის განმავლობაში ქონდეს უწყვეტი ხელმისაწვდომობა წვეულებაზე, ღონისძიებაზე თუ სხვადასხვა სერვისსზე. ამით შესაძლებელია, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, უზრუნველყოფილი იყოს სრული სტაბილურობა.