საზოგადოება
18/08/2021

მინისტრი: მოქალაქეებისა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, გართულებულ ეპიდვითარებაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების და ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. 

“ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა ლოიალურია ამ შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სიპპ-ის, შრომის ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობითი და საჯარიმო ღონისძიება. ამ ქმედებებში ჩართულები არიან როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია და ისინი ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მონიტორინგს. დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს გამოიღებს. 

თუმცა, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, რამდენად მკაცრი იქნება და რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული. თითოეული მოქალაქის და ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.