საზოგადოება
09/07/2020

მინისტრი: გარემოს დამაბინძურებლების შესაბამის დაჯარიმებას, შემაკავებელი ეფექტი ექნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმედოვნებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას განსაზღვრავს, პარლამენტი საშემოდგომო სესსიაზე მიიღებს.

მინისტრმა ცვლილების მნიშვნელობასა და ევროპასთან ქართული კანონმდებლობის დაახლოებაზე აღნიშნა.

"მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებენ და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორებადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბებები ზღვრულ ნორმებთან შედარებით. ასე რომ, თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესსაქმიანობებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები არიან, არის მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ პაკეტმა განსაზღვრა და რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად იყო მთავრობაზე წარდგენილი. იმედია, ოპერატიულად მოხდება ამ დოკუმენტების განხილვა და საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტი მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც ევროპული პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020