საზოგადოება
28/04/2021

მინისტრი: დამატებით Pfizer-ის მილიონი დოზის შემოტანა დღეს უკვე აღარ არის სიზმარი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართელომ ვაქცინაციის პროცესი სწორად მართა. ეკატერინე ტიკარაძის რწუმებით, სწორედ ამიტომ მიიღებს ქვეყანა Pfizer-ის დამატებით მილიონ დოზას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი სწორად ვმართეთ ყველა კომპონენტში, მოგვეცა საშუალება, რომ დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა მწარმოებელთან. დღესდღეობით ამ შედეგების მოლოდინში ვართ. Pfizer-ის გაჟღერებული მილიონი დოზა დღესდღეობით აღარ არის სიზმარი და მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა ტიკარაძემ.